|
2025-07-28 15:59:23, 3229 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა
ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. უფრო კონკრეტულად, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს, პროკურორ მარი მეშველიანს, პროკურორ ნათია ტატიაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს. საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)