|
2025-07-23 13:26:32, 2094 ნახვა
საზოგადოება
25 ივლისამდე გამოგზავნე პორტფოლიო საქართველოს ბანკის და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
კრეატიული სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკი, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებს ბერლინში, Miami Ad School-ში სწავლას სრულად უფინანსებს. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გამოგზავნა 25 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის გამოგზავნეთ თქვენი პორტფოლიო ელ. ფოსტის მისამართზე: info@miamiadschool.de ან ეწვიეთ ბმულს. პროექტის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 5 სტიპენდიატი. აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამა განსხვავებული ფორმატით ტარდება - სასწავლო პროგრამა ერთწლიანი იქნება და ის ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. სტუდენტები ორი სემესტრი ონლაინ, ორი სემესტრი კი ბერლინში ისწავლიან. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge განათლების გზაზე არ გაჩერდე! ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)