13:52 - 21 May, 2026
|
2016-03-21 15:09:47, 1130 ნახვა
მსოფლიო
ერაყელმა სამხედროებმა თარხან ბათირაშვილის ცხედარი იპოვეს
ერაყის სამხედროებმა, ქალაქ რამადის აღმოსავლეთ ნაწილში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია Alsumaria იუწყება. სპეც-ოპერაციის მეთაური ანბარ მაჰლაუი მედია საშუალებასთან საუბრის დროს, აღნიშნა, რომ სამხედროებმა ოპერაციის დროს ალბუ ოდეიდის რაიონში, რომელიც ქალაქ რამადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, 10 ბოევიკის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთა შორის თარხან ბათირაშვილიც იყო. შეგახსნებთ, რომ პენტაგონმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალება დაადასტურა, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფდნენ „ისლამურ სახელმწიფოში“. თარხან ბათირაშვილი სირიის სპეც-ოპერაციაში თავად მონაწილეობდა.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)