|
2025-07-18 19:43:07, 2022 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ამ ფარსში არ შევდივართ.
“ბოლო თვეებია ვაცხადებთ, რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ ვაპირებთ — საქართველოში არჩევნები არ ტარდება და ამ ფარსში არ შევდივართ. ნომერი 5 გვჭირდება იმ დღისთვის, როდესაც საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით - “ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვამბობთ, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლას არ ვაპირებთ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ ტარდება, შესაბამისად ჩვენ ამ პროცესს ხელს ვერ შევუწყობთ, ივანიშვილის წისქვილზე წყალს ვერ დავასხამთ, მაგრამ ჩვენი ნომერი - 5, რომელიც ბოლო 22 წელია გვაქვს და არის ჩვენი პარტიული იდენტობის ნაწილი, ჩვენს ბრენდშიც არის ეს, რა თქმა უნდა, ამის შენარჩუნების სურვილი გვაქვს. დიახ, მივმართეთ, რომ ეს ნომერი არ წაიღოს “ოცნებამ”, არ წაგვართვან, რადგან როდესაც მოვა დრო, რომ ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ჩვენ უნდა გვქონდეს 5 ნომერი, თუ ვინმეს აინტერესებს ფორმალურად ჩვენ შევალთ თუ არა ამ სპეცოპერაციაში, მაშინ დაელოდონ 4 აგვისტოს როდესაც არის საბოლოო ვადა არჩევნებში დარეგისტრირების და მაშინ დარწმუნდებიან, რომ არ შევდივართ ამ სპეცოპერაციაში. ხოლო რაც შეეხება 5 ნომრის შენარჩუნებას, ამაზე სპეციალური პიარი არ წამოგვიწყია, რადგან ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ეს ციფრი იმისთვის, როდესაც ჩატარდება თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ციხეში არ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)