|
2025-07-18 12:32:54, 1738 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა
გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის თემატური კონფერენცია გამართა და სექტორის ახალი საინვესტიციო კვლევა წარადგინა. კვლევაში გაანალიზებულია როგორც ტურიზმის მიმდინარე მდგომარეობა, ასევე სექტორის ზრდის პერსპექტივები და არსებული გამოწვევები. კონფერენციაში სექტორის ძირითადი მოთამაშეები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:
როგორც კვლევა აჩვენებს, ქართულ ტურიზმის სექტორს ამ ეტაპზე აზიურ ახალ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს. არ არსებობს საკმარისი ცოდნა ამ ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების ინტერესების, ხარჯვის სტრუქტურისა და სერვისებზე მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, გალტ & თაგარტმა პირველად წარადგინა ამ ბაზრების ტურისტული პროფილები, ხარჯვითი ქცევის თავისებურებები და ბიზნესებისთვის შესაბამისი სტრატეგიული რეკომენდაციები. ღონისძიების ბოლოს პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. „სექტორების სიღრმისეული შესწავლა და ამის საფუძველზე ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში მხარდაჭერა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ტურიზმის კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურება - გვჯერა, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ანალიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამოვყოფთ ახალი ბაზრების ქცევის ანალიზს და იმ შესაძლებლობებს, რაც საქართველოში მათთან ადაპტირებულ ტურისტულ პროდუქტებს შეუძლია შექმნას”, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა. კვლევისა და გალტ & თაგარტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)