|
2025-07-16 23:55:03, 2032 ნახვა
პოლიტიკა
გენერალურმა პროკურატურამ ტელეკომპანია მთავარი არხის ირგვლივ დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადება გააკეთა.
პროკურატურის ცნობით, დღეს, მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სახელზე ფინანსური დოკუმენტაციის მიღების მოთხოვნით მიმართა, იმავე ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. „საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ჩხრეკისა და შემდგომი გადაცემის შესახებ ბრძანებები ოფიციალურად გადაეცა შპს „გლავნი კანალის“ და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, რომლებსაც დოკუმენტების გადასაცემად გონივრული ვადა მიეცათ.“ საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კომპანიაში თანამდებობის ბოროტად გამოყენების, პირთა ჯგუფის მიერ იურიდიული პირის კუთვნილი თანხების წინასწარი შეთქმულებით ქურდობისა და მითვისების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე. „საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ აცნობებს“, - განაცხადეს პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)