|
2025-07-16 13:00:55, 1062 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი- ვნახოთ როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი ევროკომისიის წერილზე
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის დასაწყისიდან ქვეყანამ ევროკავშირიდან სწრაფი ტემპით დაშორება დაიწყო ყველა ფუნდამენტური მიმართულებით“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა. მისი თქმით, საქართველოს, ევროკავშირსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ღრმა კრიზისს განიცდის და აქედან გამოსვლის გასაღები თავად საქართველოშია. „2024 წლის დასაწყისიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ევროკავშირისგან დაშორება ყველა ძირითად სფეროში. ევროკავშირთან და გერმანიასთან ურთიერთობები ღრმა კრიზისშია. დარწმუნებული არ ვარ, რომ აქედან გამოსავალი არსებობს. გამოსავლის გასაღები თავად საქართველოშია და მხოლოდ საქართველოში. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ამ ქვეყნის კარგი და საიმედო პარტნიორები ვართ. ჩვენ გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსაც სურს, რომ ჩვენთვის საიმედო პარტნიორი იყოს. უვიზო მიმოსვლა არის პრივილეგია, რომელიც გარკვეულ პირობებს ექვემდებარება. ახლა ევროკომისიამ საქართველოს ჰკითხა: კვლავ სრულდება თუ არა ეს პირობები? ვნახოთ, რა პასუხს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და ამის საფუძველზე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)