02:10 - 23 May, 2026
|
2025-07-15 18:54:19, 1610 ნახვა
პოლიტიკა
ნატალი ლუაზო - ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს
ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ლუაზო თავისი განცხადებით “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშრის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი დაუსრულდა და “კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის”. “ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მინისტრების პარალიზება ეწინააღმდეგება ევროპარლამენტის არაერთ მოთხოვნას. იმის მიუხედავად, რომ აქ უმრავლესობის მიღწევა მარტივი არ არის, ამას ვახერხებთ ხოლმე”, - წერს ლუაზო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)