|
2025-07-14 17:06:42, 952 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა გახარიას და ხაზარაძის გაერთიანებაზე - ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის
“მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც დღეს შედგა გიორგი გახარიას და “ლელოს” შორის. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თინა ბოკუჩავას განცხადებით - “ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც დღეს შედგა გიორგი გახარიას და “ლელოს” შორის. სამწუხაროდ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. მესმის, რომ სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაუაზროს ყველამ ძალიან კარგად. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არცერთმა მოქალაქემ მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)