|
2025-07-09 23:00:22, 2562 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა შენობების შიდა რემონტზე თითქმის 300 000 ლარს დახარჯავს
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ 293 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, 2018 წლის 1 თებერვალს, 2019 ... საუბარია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, №9-ში (სადაც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაა განთავსებული და შეხვედრები იმართება) და ახმედ მელაშვილის ქუჩაზე, №26-ში მდებარე შენობებზე. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რემონტი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის შეფერხების გარეშე. კონტრაქტორს მოეთხოვება ოფისის შენობის გაწმენდა ავეჯისგან (მისი დაზიანების გარეშე) და სამუშაოს დასრულების შემდეგ ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს. სამუშაოები მოიცავს ხუროს და გადახურვის სამუშაოებს, იატაკისა და კედლის საფარის შეცვლას, შეღებვას, ორმაგი მინის ფანჯრების მონტაჟს, ელექტრო მონტაჟს და სხვა სამშენებლო სამუშაოებს. წინადადებების მიღება დაიწყება 2025 წლის 15 ივლისს და დასრულდება 18 ივლისს. სამუშაოები უნდა დასრულდეს კონტრაქტის ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში. 2025 წლისთვის საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის მთავრობისთვის 6,406,500 ლარია გამოყოფილი. აქედან 2.9 მილიონი ლარი აპარატის 64 თანამშრომლის ხელფასებს მოხმარდება, დარჩენილი თანხები კი დეპარტამენტის სხვა ხარჯებს მოხმარდება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)