|
2025-07-06 22:59:57, 1672 ნახვა
პოლიტიკა
ვანო თარხნიშვილს კრიმინალი ტიტუშკები თავს დაესხნენ
სამთავრობო პროპაგანდა ავრცელებს ვიდეოს, რომელსაც ვანო თარხნიშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილე პირი იღებს. ვიდეოში მას ერთი მამაკაცი ურტყამს. დღეს დილით, ვანო თარხნიშვილმა ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერაში ის თავდასხმის სავარაუდო მიზეზებზე ყვება. "სავარაუდოდ, იანვარში ფაბში ოლეოლა რომ ვიმღერე, ეს "დაქირავებულები" მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოს" - წერს თარხნიშვილი. ვიდეოში თავდამსხმელი მას "ბარში გინებას" უხსენებს და ურტყამს. ვიდეო სწრაფად აიტვირთა სამთავრობო პროპაგანდასთან აფილირებულ ფეისბუქ ჯგუფებში და გამოქვეყნდა პროპაგანდისტულ მედია პოსტივიზეც. ტაბულა აღნიშნულ ვიდეოს შეგნებულად არ აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი დაქირავებული არაფორმალების მეშვეობით თავს ესხმოდა ოპონენტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს. ადამიანებს ორგანიზებული ჯგუფები ხვდებოდბენ სადარბაზოებთან, ქუჩაში, ეზოებში. რამდენიმე ათეული პირი თავს ესხმოდა პოლიტიკური პარტიების ოფისებსაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)