|
2025-07-05 19:24:52, 1137 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი: არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატები
პარტია გახარია - საქართველოსთვის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. გოგიჩაიშვილის თქმით, ის თვლის, რომ "მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატები, რომლებსაც საერთო დიაპაზონი ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს". "მე არ ვფიქრობ, რომ იყოს რამე უფრო ისეთი საინტერესო გზა, რომელიც უზრუნველყოფდა ერთობას იმიტომ, რომ არჩევნები იძლეოდა ზუსტად იმ მექანიზმს ერთიანობის, რასაც ერქვა ნეიტრალური კანდიდატები და საერთო ბრძოლაში გასვლა. ეს იყო მნიშვნელოვანი და დანარჩენი ახლა, ეს ადამიანები რატომ არ გადიან არჩევნებში, ჩემამდე უბრალოდ არ დადის - დანარჩენი არის პირდაპირ სიტყვების ბრახაბრუხი და ილუზიის შექმნა, რომ თითქოს ამ არჩევნებში არგასვლით კიდევ უფრო დამძიმდებოდა რაღაცა პროცესი. [...] ეს ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს - მე პირადად ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება საერთო კანდიდატები და ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საერთო დიაპაზონი იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭიროს". - თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის დღეს, 4 ივლისს, ძლიერმა საქართველომ ბრიფინგისას განაცხადა, რომ კოალიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)