|
2025-07-05 11:26:48, 1589 ნახვა
მსოფლიო
ჰამასი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა
რადიკალურმა დაჯგუფება ჰამასმა განაცხადა, რომ მან „დადებითი“ პასუხი გასცა დონალდ ტრამპის წინადადებას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დასძინა, რომ მის განსახორციელებლად დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო. ჰამასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, პირველ რიგში, იმის დასადგენად იყო საჭირო, თუ რამდენი პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდებოდა თითოეული ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ და ასევე იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის დახმარება უნდა შესულიყო ღაზაში ზავის დროს. გაზეთი „Times of Israel“, წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ ჰამასს ასევე სურს გარანტიები, რომ ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები არ შეწყდება 60-დღიანი ზავის დასრულების შემდეგაც კი, რომელიც შესაძლოა ძალაში უკვე მომავალ კვირას შევიდეს. გამოცემის წყარო იუწყება, რომ ჰამასისთვის გადაცემული შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს იმ პირობით, რომ მხარეები „კეთილი ნებით“ მოლაპარაკებას აწარმოებენ. თუმცა, იმავე წყაროს ცნობით, ჰამასი ბოლო პირობის მოხსნას ითხოვს, რადგან ამას ბენიამინ ნეთანიაჰუს შესაძლებლობად მიიჩნევს, რომ ზავის დასრულების შემდეგ საომარი მოქმედებები განაახლოს, როგორც ეს მარტში მოხდა. ჰამასი ითხოვს, რომ შეთანხმების ტექსტი ითვალისწინებდეს მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ვალდებულებას შეთანხმების მიღწევამდე. ისრაელი ეწინააღმდეგება ამ პირობას, რადგან შიშობს, რომ ეს ჰამასს მოლაპარაკებების განუსაზღვრელი ვადით გაჭიანურების საშუალებას მისცემს. ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადრე არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელი არ მიაღწევს თავის ყველა მიზანს, რომელთაგან მთავარი ჰამასის დაჯგუფების სრული განადგურებაა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)