|
2025-07-04 13:12:45, 998 ნახვა
პოლიტიკა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აკრიტიკებს “ოცნების” კანონს სასამართლოში მედიის შეზღუდვაზე
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი აკრიტიკებს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ კანონს, რომელიც მედიას უზღუდავს სასამართლოში მუშაობის შესაძლებლობას. კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზრიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის შეფასებით, “ქართული ოცნება” ცდილობს, მედიის შესახებ კანონმდებლობა მმართველობის ავტორიტარულ მოდელს მოარგოს. “ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა საკანონდმებლო ცვლილებებმა თავისუფალი სიტყვისა და სასამართლოს გაშუქების შესახებ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ ინტერესზე მორგებულ ჟურნალისტიკას. როგორც ჩანს, პარტია ცდილობს მედიის შესახებ ლიბერალური კანონდმებლობა საკუთარ ავტორიტარულ მოდელზე გადაიყვანოს. “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააუქმოს ეს ცვლილებები და შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის განადგურების მცდელობა”, – აცხადებს გულნოზა საიდი. 26 ივნისს “ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა დაამტკიცა სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილება მედიას ეხება. კერძოდ, კანონში შესული ცვლილებების თანახმად, „ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების გადაღებას, ფაქტობრივად, კრძალავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)