|
2025-07-02 10:28:13, 1122 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება 3 ივლისს გაიმართება, სადაც პროექტის წლევანდელი გამარჯვებულები გამოვლინდებიან. პროექტის ფინალური ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. დაჯილდოების ცერემონიამდე, მთავარი სცენა საინტერესო თემატიკის ბიზნესსაუბრებს, პანელურ დისკუსიას და ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალურ სესიას დაეთმობა. საღამოს მთავარი თემა იქნება - „ბიზნესი საზღვრებს გარეთ“. ღონისძიების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც პროექტისთვის შერჩეული სპეციალური ჟიური, 5 ნომინაციაში, 15 გამარჯვებულ ბიზნესს გამოავლენს. თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, მათი წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია- Visa. მხარდამჭერები - აჭარა ჯგუფი და Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia. წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)