05:38 - 23 May, 2026
|
2025-07-01 19:16:01, 881 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი - “ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია
“ქართული ოცნების” ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია - ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, უპასუხოდ არ დავრჩებით, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. ფრანგი მინისტრის თქმით, მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი კოლეგის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას ეხებოდა. “ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს [დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის] სტივენ დოუთის მიერ ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ეს ტრაექტორია ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, და უპასუხოდ არ დავრჩებით”, - წერს ჰადადი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)