|
2025-07-01 11:20:50, 565 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - დასავლელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არ შემოგვეპასუხოთო
დასავლელი ბიუროკრატები გვეუბნებიან, როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არ შემოგვეპასუხოთო. ეს ქცევა ბურჭულაძეს აქვს გადმოტანილი შიგნით – უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისის მერიას მიმართა, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს და თქვა: „სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადოთ“. „ტრაგიკომედიაა, რა ვქნათ? – მესმის, რომ ინგლისის მთავრობას და ევროკავშირის ბიუროკრატიას უჭირს და ამიტომ საქართველოზე ზეწოლას ახორციელებენ, მაგრამ მათ მათსავე ნაზარდი არასამთავროები და ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს და ახლა აქეთ გვესარჩლებიან. მენტალური და ფსიქოლოგიური პრობლემებია, როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ამბობს. ფაქტობრივად, რას გვეუბნებიან ხოლმე დასავლელი ბიუროკრატები? – როცა გადატრიალებას ვაპირებთ, არც კი შემოგვეპასუხოთო. აქედან გამომდინარე, ეს ქცევა ბურჭულაძეს აქვს გადმოტანილი შიგნით – უნდა დაგამხოთ და ფული მოგვეცითო, თან ხალხის ფული. ადრე პარტიულ ფულს მაინც ითხოვდნენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)