|
2025-07-01 11:00:49, 610 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - პაატა ბურჭულაძეს მე გადავუხდი ფულს მინი სტადიონის დასაქირავებლად
საოცრება იყო განცხადება, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი - მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს", არამედ რამე მინი სტადიონს ავიღებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „დინამო არენა“ კერძო საკუთრებაშია გადაცემული და მერია ღონისძიების ორგანიზებასთან კავშირში არაა. „აბსოლუტურად გაუგებარია. „დინამო არენა“ არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან?! შემდეგი განცხადება კიდევ უფრო მეტად საოცრება იყო, რომ მერიამ გადაუხადოს ფული პაატა ბურჭულაძეს იმისთვის, რომ დაიქირაოს სტადიონი. მე გადავიხდი, მზად ვარ, ოღონდ არა „დინამოს", არამედ რაიმე პატარა, მინი სტადიონს ავიღებ. ამისთვის მზად ვარ," - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძე თბილისის მერიას მიმართავს, 4 ოქტომბრის ყრილობისთვის „დინამოს“ სტადიონის დაქირავების თანხა გადაუხადოს. „სად გვაქვს ჩვენ იმის თანხა, რომ კიდევ სტადიონების ფულები ვიხადო," - განაცხადა ბურჭულაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360“ გრადუსი“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)