|
2025-06-30 13:14:16, 581 ნახვა
პოლიტიკა
ანა ბუჩუკური - ჩვენი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვერანაირი შანტაჟი ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს
შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვერანაირი შანტაჟი ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. „ელენე ხოშტარიას ვუსურვებ ჯანმრთელობას და გამძლეობას, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა ადამიანისთვის ფიზიკურად და მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა. შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, მე უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს. შიმშილობა, რომ ოპოზიცია აიძულოს რაღაც ქმედებისკენ ან ქმედებისგან თავის შეკავება აიძულოს, არათუ ასუსტებს რეჟიმს, არამედ რეჟიმს ეხმარება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის გაუგებარი აქტი, მით უფრო იმ პარტიების წინააღმდეგ შიმშილობა, რომელთა ლიდერების ნაწილი საპატიმროშია, ან მაგალითად, გახარიას შემთხვევაში, 15-20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჩვენი გუნდის პოზიცია პირველი დღიდან არის, რომ ჩვენი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვერავის მხრიდან ვერანაირი შანტაჟი ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)