|
2025-06-27 17:54:58, 722 ნახვა
პოლიტიკა
ანა წითლიძე - არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, არსებობს „რუსული ოცნება“
არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, არსებობს „რუსული ოცნება“, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძე მმართველ პარტიას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, რის მაგალითადაც რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნის შექმნის საკითხში საქართველოს პოზიციას ასახელებს. „ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტი ევროსაბჭოში ერთმანეთს შეხვდნენ. მოულოდნელი ამაში ნამდვილად არაფერი არ ყოფილა. ჩვენ ვიცით საქართველოს ე.წ ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. ისინი არიან რუსების მოკავშირეები და რუსები, რომლებიც ქვეყანაში ატარებენ რუსულ ინტერესებს და ის, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოში სპეციალური ტრიბუნის შექმნას, რომლის მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დასჯა იქნება, არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” 13 წელია ვიძახით, რომ არ არსებობს არანაირი “ქართული ოცნება”, არსებობს “რუსული ოცნება”, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა საქართველოში.” - განაცხადა ანა წითლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)