|
2025-06-26 16:33:24, 671 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდსა შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გარეთ უორდს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. „ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების დაწესება, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს და ხშირად მიმართულია საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად. საუბარი შეეხო საქართველოს საკანონმდებლო სიახლეებს უცხოური დაფინანსების შესახებ. ელჩს განემარტა, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისი წესების შემუშავების პროცესი დასრულების ეტაპზეა და ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო ინფორმაცია. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღნიშნა, რომ არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზება და ამგვარად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის მცდელობები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)