05:40 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 13:08:21, 750 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანში თავისი მისია უნდა გააგრძელოს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანში თავისი მისია უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

ემანუელ მაკრონი გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის შეხვდა.

„საფრანგეთი მტკიცედ დგას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გვერდით, რომლის მუშაობა ბირთვული უსაფრთხოების მიზნით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ სააგენტოს ირანში მისიის განახლების უფლება მიეცეს“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ ირანის პარლამენტმა გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად, საჭიროა, რომ ის ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცოს, რომელსაც პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics