|
2025-06-24 20:24:52, 1108 ნახვა
პოლიტიკა
ALDE Party - ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში, ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა
აღმაშფოთებელია: “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში. ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა , - ამის შესახებ განცხადებას ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება „ALDE Party“ ავრცელებს. „ალდე“ ითხოვს ოპოზიციონერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „ქართველი ხალხი დემოკრატიას მოითხოვს, და მათ აჩუმებენ. ლიბერალები ჩუმად არ დარჩებიან. მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ,” - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი-საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)