|
2025-06-24 17:11:15, 662 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს მაკკლირი - ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი
ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი გიორგი ვაშაძისთვის პატიმრობის შეფარდების განაჩენს. „როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას. მას შემდეგ კვირას უნდა შევხვედროდი. საგარეო საქმეთა მინისტრს [დევიდ ლემის] მივწერ და დაუყოვნებლივ რეაგირების მოვითხოვ. საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს - გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა,“ - წერს მაკკლირი. ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამ დროისთვის ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)