|
2025-06-24 16:17:32, 698 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - საფუძვლის გარეშე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა ფუჭია
მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ და მათ ნებაზე გავლენა მოახდინონ, ის, რომ საქართველოს საკითხი განსახილველად ივლისში გადავადდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე დამოკლეს მახვილივით უნდა იყოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყუილია, რომ საფრთხე არსებობს და უვიზო მიმოსვლა შეჩერდება. „საქართველო-ევროკავშირს ურთიერთვალდებულებები აქვთ აღებული, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულება არსებობს, სადაც შავით-თეთრზე წერია, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია. ამის სამართლებრივი საფუძველი ბუნებაში არ არსებობს. საფუძვლის გარეშე ამ საკითხზე მსჯელობა ფუჭია და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მცდელობაა ქართველ ხალხზე ზეწოლის“, – განაცხადა გორდულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)