|
2025-06-24 14:04:10, 1049 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა
მოსამართლემ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნა. სასამართლო სხდომის დაწყებისას სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილმა და განაცხადა, რომ მას სხდომის დატოვება სურდა, რადგან მისი ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ ესწრებოდა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა კი ყველა ბრალდებულისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამან ადვოკატების გაღიზიანება გამოიწვია, მათი თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივმა ადვოკატმა ისეთი კითხვა დასვას, რომელსაც პროკურატურა ბრალდებულთა წინააღმდეგ გამოიყენებს. ასევე, ბრალდებულებმაც განაცხადეს, რომ მათ საზოგადოებრივი ადვოკატის ყოლა არ სურთ. ამის შემდეგ, კი ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რომელსაც სხვა ადვოკატებმა და ბრალდებულებმა მხარი დაუჭირეს. დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოკვლევა. კერძოდ კი, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ მოწვეული პირების გამოკითხვა მოხდება. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)