|
2025-06-24 12:02:44, 705 ნახვა
პოლიტიკა
თაზო დათუნაშვილი - საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის
საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის. ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელმაც ყველა პოლიტიკური ოპონენტი ჩასვა ციხეში. ეს არის გაცხადებული შიშის ქრონიკები,- ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში განუცხადა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან, დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის არ გამოცხადებასთან დაკავშირებით. როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, 21-ე საუკუნის „წითელ ტერორს“ ვადევნებთ თვალს. „საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტპატიმრების ისტორიული რეკორდი არის. ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელმაც ყველა პოლიტიკური ოპონენტი ჩასვა ციხეში. ეს არის გაცხადებული შიშის ქრონიკები. ჩვენ ვიცით, რომ ტარგეტირებული მტრები ვართ, არ ვართ პოლიტიკური ოპონენტები. როგორც მტრებს ისე გვიყურებს ივანიშვილი და გვექცევა. ეს რეპრესიები, ლიდერების დაჭერა, ყველა კანონი, რითაც საზოგადოებას ზღუდავენ, თავდასხმები, ამ ყველაფრის მიზანია საზოგადოების დაშინება. უნდათ ერთის დაჭერის და რეპრესიის მაგალითზე ათი და ასი დააშინონ, 21-ე საუკუნის წითელ ტერორს ვადევნებთ თვალს“,-აღნიშნა დათუნაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)