07:00 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 11:24:44, 552 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსი ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სოციალური კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში ნახატებისა და ესეების კონკურსი გამოაცხადა.

შსს-ს ინფორმაცით, კონკურსის მთავარი თემა იყო „ერთად დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ერთმანეთის გულისთვის“.

სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი 150 ესედან და 300 ნახატიდან სპეციალური ჟიურის წევრებმა 9 გამარჯვებული და 21 გამორჩეული ნაშრომი გამოავლინეს.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: შს მინისტრის მოადგილე - არჩილ თალაკვაძე; შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია; ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ფიქრია მიქაბერიძე; ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ია ვახტანგიშვილი; თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე; ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი; „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე; მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი; მხატვარი გუგა თევდორაძე და ფსიქოლოგი ნანა ჩიჩუა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics