06:07 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 10:57:47, 538 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია სასტუმრო „სითიავენიუს“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი, დავით ნარმანია, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, სასტუმრო „სითიავენიუს“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

თბილისის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ახალი, მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სასტუმრო, სტრატეგიულად კარგ ადგილას მდებარეობს. აღმაშენებლის გამზირზე ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მერიის მიერ აღდგენითი სამუშაოები და შესაბამისად, ტურისტების ნაკადი აუცილებლად მოიმატებს, სასტუმრო კი იქნება წარმატებული. ეს გახლავთ ქალაქისთვის სერიოზული შენაძენი, არა მხოლოდ ამ ადგილის მოწესრიგების თვალსაზრისით, არამედ ადამიანების დასაქმების და ბიუჯეტში შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, რომ არაფერი ვთქვათ ინვესტიციებზე და ბევრ მნიშვნელოვან სიახლეზე, რაც როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით შეემატება ქალაქს’’, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სასტუმრო „სითიავენიუ“-ში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი 37 ოთახია. სასტუმროს აქვს 50 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, კაფე-ბარი, ტერასა და პარკინგი.

პროექტი თურქული ინვესტიციით  განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 12 000 000 ლარია.

სასტუმრო „სითიავენიუში“ 20 ადამიანი დასაქმდება.

გახსნის ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics