|
2025-06-23 15:35:55, 604 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ. ამოცანაა, რომ გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა - ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეალებს, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მისი და მამუკა ხაზარაძის გამოუცხადებლობაზე და ხელმეორედ დაბარებაზე. მისი შეფასებით, მათი გატეხა ვერ მოდება. „ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მამუკას და ჩემს წინააღმდეგ. ამოცანაა, რომ გატეხოს ჩვენი წინააღმდეგობა. ხელი ჩავიქნიოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის ბრძოლისთვის, ეს არ მოხდება. ეს არ არის საგამოძიებო კომისია, ეს არის ერთპარტიული სადამსჯელო მანქანა,რომელიც უსწორდება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, ეს მთელმა მსოფლიომ იცის. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის, რომ სადამსჯელო მანქანა გამოიყენოს ჩვენს გასაჩუმებლად, ჩვენს გასატეხად, ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ქვეყნის ინტერესებს, არასდროს ვუღალატებთ თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეალებს. ასე იყო მთელი ჩემი ცხოვრება და ასე გაგრძელდება მუდამ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)