|
2025-06-20 19:57:47, 1176 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს. ასევე, სხდომაზე ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პროკურატურას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე არ გამოუკითხავს, რომლის მიხედვითაც წარმოუდგენელია ბრალდების მხარემ ისაუბროს იყო თუ არა წყლის შესხმა შეურაცხმყოფელი. სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია. შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)