|
2025-06-19 11:42:33, 917 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლოს მიერ დაკისრებული 4000 - ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, მას აზრის გამოხატვას ვერ შეუზღუდავენ. „უცებ არ მოგართვათ ჯარიმა მონებო, წერეთ და იკითხეთ. რამდენჯერაც საჭიროა, იმდენჯერ გაილანძღებით და ვერც აზრის გამოხატვას შეზღუდავთ, ვერც მონობას დაარქმევთ „მოსამართლეობას“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დღეს 4000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაული მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ელენე ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა. პროცესს არ დასწრებია არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი. პოლიტიკოსის მიმართ საჩივარი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეიტანა. ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)