|
2025-06-18 14:23:48, 575 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიანე - ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო
ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო. ევროკავშირმა სანქციებით უნდა უპასუხოს, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. „არასამთავრობო ორგანიზაციებს ყალბი სასამართლოს ბრძანებებით შეუძლებელ მოთხოვნებს უყენებენ - კრემლის სტილის ნაბიჯი. ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ „რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ, რადგან „რუსული კანონებით ცხოვრებას არ აპირებენ“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)