|
2025-06-18 13:04:15, 636 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - „ქოცები“ გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობასა“ და „ნეიტრალიტეტზე“!
სადაც რუსეთი მოდის ან მისი გავლენა იზრდება ან ომი, ნგრევა და სიკვდილია - ამ ფონზე კი, „ქოცები“ გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობასა“ და „ნეიტრალიტეტზე“! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „რუსი და მშვიდობა“ იგივეა, რაც „ვეგანი მგელი“. „რუსეთის „პარტნიორობა“ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ან ომს ან ღალატს ან ორივეს ერთად. მაგალითები ყველამ ვიცით: სომხეთი - სამჯერ სთხოვა სამხედრო დახმარება. სამჯერვე კრემლმა უყურა და გაჩუმდა. სირია - ასადის რეჟიმი დაიცვეს? ირანი - სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთს დრონებს აწვდიდა. ახლა ირანი იბომბება, კრემლი უყურებს! „რუსი და მშვიდობა“ - ეს აბსურდია ისე, როგორც ვეგანი მგელი და ვინც ამას ვერ ხედავს, ან თავს ისულელებს, ან უკვე გაყიდა თავისუფლება და სინდისი ვერცხლზე. ერთი კითხვა ყველა პროპაგანდისტს: დაასახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი შევიდა და მშვიდობა დამყარდა. ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა, რომ მეტი ევროპა ნიშნავს მეტ მშვიდობას, დაცულობას და ცხოვრების საუკეთესო პირობებს. ამიტომ არის საქართველოს არჩევანი ევროპა და არა რუსული ჭაობი”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)