|
2025-06-17 17:48:03, 690 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილს 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით ჩერგოლეიშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძისა და დეპუტატ თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. ჩერგოლეიშვილი სხდომას არ დასწრებია. შს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)