|
2025-06-17 09:55:58, 622 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება
ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ჩემს ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებით, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“, მისი შეფასებით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“. „ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცური საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო ლაჩრული ხდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ ცნობები ქართულ დემოკრატიაზე დარტყმას წარმოადგენს. ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით ჩემს ძალისხმევას გავაგრძელებ, მათ შორის ორპარტიული „MEGOBARI აქტის“ მიღებით“, - წერს ჯინ შაჰინი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)