|
2016-03-18 16:24:58, 867 ნახვა
ეკონომიკა
საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ, საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში დამტკიცდა
"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში დამტკიცდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეფასების პროცესი 2013 წლის 3 ივნისს დაიწყო და სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. „ამასთან, საქართველოს მიერ პირველი ფაზის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნა მიჩნეული“, - აცხადებენ სამინისტროში. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://eoi-tax.org/library#reviews
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)