|
2025-06-16 14:51:27, 910 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ აშშ-ში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, რომ ქვეყანაში შესვლა კიდევ 36 ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ხელმოწერილ შიდა დიპლომატიურ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ათობით ქვეყანას, რომლებიც შეშფოთებას იწვევენ და რომელთა მოქალაქეებს, შესაძლოა, მთლიანად ან ნაწილობრივ შეეზღუდოთ შესვლა აშშ-ში, თუ ეს ქვეყნები 60 დღის ვადაში არ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს. „როიტერის“ ცნობით, ჩამონათვალში შემდეგი ქვეყნებია: ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, კაბო ვერდე, კამბოჯა, კამერუნი, კოტ დივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ეგვიპტე, გაბონი, გამბია, განა, ყირგიზეთი, ლიბერია, მალავი, მავრიტანია, ნიგერი, ნიგერია, სენტ კიტსი და ნევისი, სან ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტანზანია, ტონგა, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ზამბია და ზიმბაბვე. აღნიშნულ ქვეყნებთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ამ სახელმწიფოების დოკუმენტების უსაფრთხოებას, მათი მოქალაქეების ჩართულობას ტერორისტულ, ანტისემიტურ ან ანტიამერიკულ საქმიანობაში; ასევე იმას, რომ ზოგიერთი ქვეყანა უარს ამბობს დეპორტირებული მოქალაქეების მისაღებად ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე. მანამდე, 9 ივნისს ძალაში შევიდა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს კი შესვლას უზღუდავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)