|
2025-06-15 12:07:23, 890 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელის და ირანის საჰაერო სივრცეები დახურული რჩება - იორდანიამ საჰაერო სივრცე გახსნა
ისრაელის საჰაერო სივრცე დაკეტილი რჩება, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის აეროპორტების ორგანოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. დახურული რჩება ირანის საჰაერო სივრცეც და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა ძალაში დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათამდე დარჩება. რაც შეეხება იორდანიას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მდებარეობს და რომელმაც პარასკევს, უსაფრთხოების მიზნით, საჰაერო სივრცე ასევე დროებით დახურა, დღეს გამთენიისას ხელახლა გახსნა ის. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისიის ცნობით, გადაწყვეტილება „უსაფრთხოებისა და საჰაერო სივრცის რისკების ხელახალი შეფასების შემდეგ“ მიიღეს. შეგახსენებთ, ისრაელმა, ირანმა და იორდანიამ საკუთარი საჰაერო სივრცეები პარასკევს, ისრაელის მიერ ირანზე საჰაერო იერიშების განხორციელების შემდეგ დახურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)