|
2025-06-13 21:13:08, 1125 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ გალერი - ივანიშვილის რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება
ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება, ბელარუსს მახსენებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ივანიშვილის საბჭოური ქართული რეჟიმი ნიკა გვარამიას აპატიმრებს, რათა კიდევ ერთხელ სცადოს ოპოზიციის გაჩუმება. ბელარუსს მახსენებს. ევროკომისიისთვის დროა ასოცირების შეთანხმების 421-ე და 422-ე მუხლების პროცედურა დაიწყოს. რეჟიმი უხეშად არღვევს მე-2 მუხლს!“ - წერს გალერი. ცნობისთვის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მე-2 მუხლი სხვა ყველაფერთან ერთად მხარეების მიერ „დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას“ ითვალისწინებს. 421-ე მუხლი მხარეებს შორის „უთანხოების მოგვარებას“ ეხება, ხოლო 422-ე მუხლი - „ვალდებულებების არშესრულების შემთხვევაში შესაბამის ზომებს”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)