|
2025-06-13 14:01:37, 726 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე - როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარი ვერ იქნება
ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას ვხედავთ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება - ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, როდესაც პოლიტიკოსი არღვევს კანონს, „პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარი ვერ იქნება“. „პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას ვხედავთ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თუმცა როდესაც შენ არღვევ კანონს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარად ვერ იქნება. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)