10:56 - 23 May, 2026
|
2025-06-13 13:45:22, 719 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ფაქტზე 4000-ლარით დააჯარიმეს
საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ფაქტზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4000-ლარით დააჯარიმეს. პროცესს არ დასწრებია ალეკო ელისაშვილი, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზით, დარბაზიდან გააძევა და 500 ლარით დააჯარიმა. როგორც მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)