13:24 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 13:13:31, 748 ნახვა

პოლიტიკა
„თუ არ გინდა, რომ გითვალთვალებდნენ, შემოგვიერთი“ - ხვალ "ეს შენ გეხებას" აქცია გაიმართება

19 მარტს, შაბათს, 13:00 საათზე ფილარმონიასთან მოძრაობა "ეს შენ გეხებას" აქცია ბოლო პერიოდში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრების გასაპროტესტებლად გაიმართება.

კამპანიის წარმომადგნელები აცხადებენ, რომ არცერთი ჩვენგანის პირადი ცხოვრება არ არის დაცული.

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არც ერთი ჩვენგანის, მათ შორის არც შენი, პირადი ცხოვრება არ არის დაცული", - აღნიშნავენ კამპანიის წარმომადგენლები.

"ისევ ავრცელებენ ძველ კადრებს და გვითვალთვალებენ, რომ მომავალში გაავრცელონ. ჩვენ გვინდა, რომ სამუდამოდ დასრულდეს უკანონო მიყურადება, გვინდა, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ, მაგრამ შენი დახმარების გარეშე ვერაფერს შევცვლით. თუ არ გინდა, რომ გითვალთვალებდნენ, თუ არ გაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება, თუ არ გინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ასე აშანტაჟებდნენ", - წერია კამპანიის ბროშურაში, რომელსაც წარმომადგენლები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ავრცელებენ.

ცნობისთვის, 2012 წელს მოძრაობა "ეს შენ გეხებას" წყალობით შეიქმნა თანასწორი საარჩევნო გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics