|
2025-06-12 16:40:51, 793 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - მოსამართლეს ვუთხარი, ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-თქო, მიპასუხა, არაო
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მოსამართლე, ლელა მილდერბერგერმა, საკუთარი სასამართლო პროცესიდან გამოაძევა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო 500 ლარით დააჯარიმა. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მან მოსამართლის მისამართით რამდენიმე ფრაზა თქვა, რის გამოც ლელა მილდერბერგერმა პროცესიდან მისი გამოძევებისა და დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. „მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ჩემს ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ვუთხარი ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-თქო, მიპასუხა: - არაო. ამდენი დრო არ მაქვსო, ამ მილდერბერგერმა. კი, ხალხი გყავს „პაჩკა- პაჩკა“ დასაჭერი-მეთქი ვუთხარი და ამის გამო გამომაგდეს. კიდევ ერთი ფრაზაც მივამატე და დამაჯარიმეს კიდეც“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს. შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს. პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს. აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)