|
2025-06-11 19:04:58, 1058 ნახვა
პოლიტიკა
კოტე იოსელიანი - დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა
არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. კოტე იოსელიანის განცხადებით, გამოკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, „ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა“. „გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები. მიწოდებულია ყველა ინფორმაცია. არსებობს ყველანაირი გარემოება იმისათვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. არის უამრავი ობიექტი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოკამერებით. სურვილის შემთხვევაში ამ ფაქტის გამოძიებას და ყველად დეტალის დადებას არაფერი არ სჭირდება, არ სჭირდება განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა. თუმცა დრო გვაჩვენებს, სურვილი რამდენად დიდია და რამდენად ადეკვატური იქნება რეაქცია. არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და გახსნილი. დაკითხვა იყო ჩვეულებრივი ფორმალობა, რომელიც შედგებოდა კონკრეტული შეკითხვებისგან, შეკითხვებზე გავეცი პასუხი. შეკითხვები იყო: რა გეცვა, რომელ საათზე სად წახვედი და რამდენი ხანი? ჩვეულებრივი შეკითხვები იყო, რაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდებოდა. ამ შეკითხვებზე პასუხი გავეცი და ამით დასრულდა ეს პროცესი“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა. ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, რომელშიც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი „მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ე.წ. მოდულის შენობაში“. ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)