|
2025-06-11 17:58:19, 1180 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე რესტორნის მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე რესტორნის მიმდებარედ, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი განყოფილებაში გამოკითხვაზე ყოფნის დროს შეუძლოდ გახდა, საიდანაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, 9 ივნისს აღნიშნული პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივნისს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ჩხუბში მონაწილე ალ. ყ.-მ დანისმაგვარი საგნის გამოყენებით დაჭრა ორი პირი. ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმა ალ. ყ.-ს . თავისა და სხეულის არეში მრავალჯერ მიაყენეს დაზიანებები. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის ალ. ყ. გამოკითხვის მიზნით გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი გახდა შეუძლოდ და საიდანაც მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ალ. ყ. 9 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულ სამ პირს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზა ალ. ყ.-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ შესაძლოა მოხდეს წარდგენილი ბრალდების დამძიმება. ამასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 7 ივნისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)