06:07 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 10:25:41, 608 ნახვა

საზოგადოება
„BP-საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა შსს-ს მადლობა გადაუხადა

„BP-საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შსს-ს ინფორმაციით, „BP-საქართველო“-ს წარმომადგენელმა სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორს ზურაბ ჭაბაშვილს, მის მოადგილეებს და დეპარტამენტის 19 თანამშრომელს გადასცა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს „BP-საქართველო“-ს წარმომადგენლობასთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics