10:32 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 09:49:16, 853 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიის გუბერნატორი - ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომმის განცხადებით, შტატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ამის შესახებ გუბერნატორმა MSNBC-ს ინტერვიუს დროს განაცხადა.

ნიუსომმი აღნიშნავს, რომ ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის განთავსების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება.

„დონალდ ტრამპმა შექმნა ის პირობები, რასაც დღეს საღამოს თქვენ ტელევიზორში ნახეთ. მან გაამწვავა ვითარება მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია გამოჰყავდა“, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა.

ნიუსომმა აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის განლაგების ბრძანებამ დაარღვია დადგენილი პროტოკოლები, რომლებიც მოითხოვს შტატების გუბერნატორებთან კოორდინაციას.

„ისინი ჩემთან კოორდინაციაში არ ყოფილან. არსებობს პროტოკოლი, არსებობს პროცესი. მას ეს არ აინტერესებდა“, – განაცხადა ნიუსომმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics