|
2025-06-05 15:16:41, 856 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. პესკოვის განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. შეკითხვას, დონალდ ტრამპთან საუბარში ნამდვილად თქვა თუ არ ვლადიმერ პუტინმა, რომ რუსეთი უკრაინას ოპერაცია „ობობას ქსელის“ გამო პასუხს გასცემდა, პესკოვმა დადებითი პასუხი გასცას. „დიახ, ეს სიმართლეა. საუბარი კონსტუქციული იყო და მის ხანგრძლივობაზე ყურადღების გამახვილებას აზრი არ აქვს, რადგან ზოგჯერ მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რამის თქმა შეიძლება“, - განაცხადა პესკოვმა. ამასთან, პესკოვის თქმით, უკრაინა „ტერორიზმით სახელმწიფო დონეზეა დაკავებული“. „პრეზიდენტმა კიევის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად დაახასიათა, რადგან სწორედ ამ რეჟიმის ხელმძღვანელობამ გასცა სამგზავრო მატარებლის აფეთქების ბრძანება. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი სახელმწიფო დონეზე“, - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა ტერორისტული აქტების ორგანიზებაში დაადანაშაულა. „რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?“ - განაცხადა პუტინმა.
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)