|
2016-03-17 16:56:15, 647 ნახვა
საზოგადოება
გამოცდების ეროვნული ცენტრის შეთავაზება აბიტურიენტებს
რეგისტრაცია დაიწყო პროექტისათვის BeNaec, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს - მონაწილეს შეუძლია შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები და მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. მსურველებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა აქვთ ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.gov.ge - 17 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით. როგორც „ექსპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროექტში მონაწილეობის საფასურის (10 ლარი ერთი საგნის ტესტირებისათვის) გადახდის შემდეგ მონაწილე გადის რეგისტრაციას, ირჩევს გამოცდებს, ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული პასუხების ფურცლების იდენტურ ფურცლებსა და დეტალურ ინსტრუქციას, ხოლო მის მიერ არჩეული ტესტების ელექტრონული ვერსიები მის პირად გვერდზე განთავსდება. შევსებული ფურცლები იგზავნება და სწორდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. აპლიკანტი შედეგებს კვლავ პირად გვერდზე შეიტყობს. მათივე ინფორმაციით, 4 ან მეტი გამოცდის არჩევისას ცენტრი მონაწილეს ქულების გათანაბრებას, სკალირებასა და სპეციალური პროგრამის მეშვეობით წინა წლის საკონკურსო ქულებთან შედარებას სთავაზობს. პროექტის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტების ვერსიები ხელმისაწვდომი გახდება ყველასათვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში საგამოცდო ფორმატი (მონიტორიდან წაკითხული ტესტის შესრულება, დროის ათვლა, განაწილება და ა.შ.) სრულად გაიმეოროს, საკუთარი ნაშრომი კი ტესტების სწორ პასუხებს შეადაროს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)